ჯოკოვიჩს შესაძლოა ოპერაცია ჩაუტარდეს

სერბ ჩოგბურთელს ტრავმა კვლავაც აწუხებს 

მსოფლიო რეიტინგის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს. 


სერბ ჩოგბურთელს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა როგორც თავად ესპანურ გამოცემასთან საუბარში ამბობს, მხარი იმდენად აწუხებს, რომ ოპერაციის ჩატარება გამორიცხული არ არის. 


32 წლის ჩოგბურთელმა მარცხენა ხელის ტრავმის გამო, აშშ-ს ღია პირველობაზე სტენ ვავრინკასთან მიმდინარე შეხვედრის დასრულება ვერ მოახერხა. 


ცნობილია, რომ ჯოკოვიჩი სამშობლოში კიდევ ერთ სრულფასოვან სამედიცინო შემოწმებას ჩაიტარებს, რის მერეც სამედიცინო შტაბი ოპერაციაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. 


შემდეგი ტურნირი, რომელშიც შესაძლოა ნოლემ ითამაშოს, ტოკიოში, 30 სექტემბერს დაიწყება. მოქმედი გამარჯვებული აქ რუსი დანილ მედვედევია


ამ სეზონში ჯოკოვიჩმა 49 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 41 მოიგო. ნოვაკმა გამარჯვებას ორ დიდ სლემზეც მიაღწია: ავსტრალიის ღია პირველობასა და უიმბლდონზე.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.