ბოატენგი: ბარსელონაში გადასვლა შეცდომა იყო 

განელი ზაფხულში იტალიაში დაბრუნდა 

მიმდინარე წლის იანვარში, კევინ-პრინც ბოატენგი მოულოდნელად, სასუალოდან ბარსელონაში იჯარის წესით გადავიდა. 32 წლის თავდამსხმელმა კატალონიურ კლუბში მხოლოდ 303 წუთი ითამაშა. განელი ფეხბურთელი გერმანულ Bild-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ბლაუგრანაში გადასვლა შეცდომა იყო. 


"ბარსელონაში გადასვლა შეცდომა იყო. რეალურად, ეს ჩემი კარიერისთვის ცუდი გადაწყვეტილება გამოდგა. 


ბარსელონაში პრაქტიკულად არ მითამაშია. მე ბოატენგი კი არა ლუის სუარესის ნაწილი ვიყავი. აღარ შემეძლო დავლოდებოდი დროს, როცა მწვრთნელი თამაშის ნებას მომცემდა. უბრალოდ, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ფორმა შემენარჩუნებინა და ფსიქოლოგიურად არ გავმტყდარიყავი",-თქვა ბოატენგმა


ზაფხულში ბოატენგი სერია A-ში დაბრუნდა. ფიორენტინაში გადასულმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატის ორივე შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.