ტიმ დანკანი, კობი ბრაიანტი კევინ გარნეტი და პოპოვიჩი

ტიმი - რეგულარულის ორგზის და ფინალური სერიის სამგზის MVP, ხუთგზის ჩემპიონი.

2020 წლის დიდების დარბაზში კანდიდატების კლასი სამი მეგავარსკვლავით და ყველა დროის უდიდესი მწვრთნელით იქნება წარმოდგენილი.

ალბათ, ყველა დროის საუკეთესო კლასი 2009 წლის შემდეგ, როდესაც წარდგენილებში იყო მაიკლ ჯორდანი.

ტიმ დანკანი, კობი ბრაიანტი და კევინ გარნეტი უალტერნატივო კანდიდატები არიან.

ოდნავ რთული იქნება ლეგენდებში ელტონ ბრენდის, კრის ბოშის, ანდრე მილერის, ამარე სტაუდმაიერის, ტაიშონ პრინსის, კევინ მარტინის, კირკ ჰაინრიხის, კეირონ ბატლერის შეყვანა.

და ამ კლასის მთავარი მწვრთნელი იქნება გრეგ პოპოვიჩი. ლიგამ გრეგის კანდიდატურა ჯერ კიდევ 3 წლის წინ წარადგინა, მაგრამ მწვრთნელმა თავაზიანად თქვა უარი - თუ არ ხართ წინააღმდეგი, მე ტიმისთან ერთად მინდა იქ შესვლა, იყო გრეგის სურვილი.

ამ კლასს 15 ფინალი აქვს მოგებული.

ტიმი - რეგულარულის ორგზის და ფინალური სერიის სამგზის MVP, ხუთგზის ჩემპიონი.

კობი - რეგულარულის MVP, ფინალების ორგზის MVP, ხუთგზის ჩემპიონი.

გარნეტი - რეგულარულის MVP, 2008 წლის ჩემპიონი.

პოპოვიჩი - უბრალოდ, გრეგი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.