დენის როდმანი სარკეში დრეიმონდ გრინს ხედავს

როდმანი იყო ეპოქალური დამცველი. რომელმაც 1996 წლის ფინალურ სერიაში შონ კემპი დაიჭირა და ერთი წლის შემდეგ, შეუქმნა პრობლემები კარლ მელოუნს. 

დენის როდმანი ლეგენდაა. ნაგიჟარი, ერთი დღით კარმენ ელექტრაზე შეყვარებული ლეგენდა, რომელიც ყველა დროის საუკეთესო დამცველებში შედის. დეტროიტში თამაშის დროს მისტერ როდმანი იჭერდა სკოტი პიპენს და მაიკლ ჯორდანს. როდმანი იგებდა ფინალებს. ორჯერ პისტონზში და სამჯერ - ბულზში.

დენის როდმანის აზრით, ამ გენერაციის მოთამაშეებიდან, მასთან ყველაზე ახლოს დგას დრეიმონდ გრინი.

„არა დაცვით, უბრალოდ, კალათბურთის სიყვარულით, ემოციურად. ძალიან მაგარი დამცველია კავაი ლეონარდიც, მაგრამ ჩემი კაცი გრინია. ის ცდილობს გამოიმუშავოს უკანასკნელი ცენტიც და ყველაფერს აკეთებს მოსაგებად, რომ მის გარშემო ყველამ უკეთ ითამაშოს. ეს მნიშვნელოვანია. არიან ლებრონ ჯეიმსი და სტეფ კარი.  და ისინი, უბრალოდ, ლებრონი და სტეფი არიან. და არის გრინი, რომელმაც უნდა მოიგოს, უნდა დაიღალოს, უნდა იცოდეს, რომ მის გარშემო ყველა იბრძვის და არ ნებდება“, - აღნიშნა როდმანმა.

როდმანი იყო ეპოქალური დამცველი. რომელმაც 1996 წლის ფინალურ სერიაში შონ კემპი დაიჭირა და ერთი წლის შემდეგ, შეუქმნა პრობლემები კარლ მელოუნს. დენისი ეპიზოდურად საკუთარ გუნდსაც მაგარ პრობლემებს უქმნიდა, მაგრამ უფრო, მაინც - სხვებს.

გრინი თუ როდმანი?

ძალიან დიდი უპირატესობით, დენისი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.