ფედერერი, ნადალი, სანტიაგუ ბერნაბეუ

ჩოგბურთი ფეხურთის 60 ათასი ქომაგის თვალწინ

მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას სურს, კლუბის საშინაო არენა ერთი დღით ჩოგბურთს დაუთმოს.
სანტიაგო ბერნაბეუ 60 ათას ქომაგს იტევს და თუ ნადალი-ფედერერის ეს დაპირისპირება მართლა შედგა, შესაძლოა, ჩოგბურთში დასწრების ყველა დროის რეკორდი მოხსნას.
რეალის დირექტორატმა ამ საკითხზე გასულ კვირას იმსჯელა.
ფლორენტინო პერესმა უკვე აცნობა სურვილის შესახებ რაფაელ ნადალს, რომელიც მადრიდული გუნდის თაგადაკლული ფანია.
სავარაუდოდ, შეხვედრა მას შემდეგ შედგება, როცა ნადალი კარიერას დაასრულებს, შვეიცარიელს კი მსგავსი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.