სად გადავა ჯო ჯონსონი?

ჯონსონს საუკეთესო სეზონი 2007-ში ჰქონდა. ატლანტაში ბიჭი 25.0 ქულას იღებდა.

დეტროიტ პისტონზი ჯო ჯონსონით დაინტერესდა. ვეტერანმა ბოლოს ჰიუსტონში ითამაშა და 2017/2018 წლების სეზონში საშუალოდ 6.0 ქულას და 2.8 მოხსნას აგროვებდა.

დეტროიტი ჯონსონს შარშან დაუკავშუირდა, მაგრამ ჯოს Big 3 ლიგაზე თამაშის სურვილი ჰქონდა და პროცესში, ტურნირის MVP და ჩემპიონი გახდა.

ჯონსონი გამოცდილი ბიძაა. 18 სეზონი ლიგაში. 1 276 შეხვედრა და საკმაოდ რესპექტაბელური სტატისტიკა - 16.0 ქულა, 4.0 მოხსნა, 3.9 პასი.

ჯონსონი შვიდჯერ ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილედ აირჩიეს.

ჯონსონს საუკეთესო სეზონი 2007-ში ჰქონდა. ატლანტაში ბიჭი 25.0 ქულას იღებდა და პროცესში, ახალგაზრდებს გამოცდილებას და კლასს აძლევდა. ჯო ძალიან კარგი, ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალისტი იყო.

დეტროიტის გარდა, ჯონსონს დაუკავშირდნენ ნიუ ორლეანის, ჩიკაგოს და ვაშინგტონის წარმომადგენლები, რომლებიც ვეტერანს ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ.

საინტერესო ვარიანტებია. ჯონსონი ფორმაშია. და თავის 5-6 ქულას დღესაც კარგად, მშვიდად წამოიღებს. ჯოს დაბრუნება შეუძლია.