ევან ფურნიე: ორი თამაშიც გვაქვს მოსაგები

ევან ფურნიე: „ჩვენ მოვიგეთ მეოთხედფინალი, მაგრამ შემდეგი თამაშის წაგების შემთხვევაში, სამშობლოში მძიმედ ჩავალთ."

საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია. და საფრანგეთის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე არის ევან ფურნიე, რომელიც ტურნირზე საშუალოდ 21.1 ქულას, 3.8 მოხსნას და 3.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს. ფურნიე კლასია და ფურნიემ ამერიკასთან მოგებულ მატჩში 22 ქულა აკრიფა. 20 ქულა ორლანდოს მსროლელმა პირველ სამ მეოთხედში აკრიფა.

ფურნიე და ნანდო დე კოლო კლავენ პერიმეტრიდან და ფურნიე ერთი-ერთზე საფრანგეთის ყველაზე შეუჩერებელი პერსონაჟია. ბიჭმა იცის თამაში. ფურნიეს კალათბურთი გრანჯია. უხეში, ატონალური და აგრესიული.

ევან ფურნიე: „ჩვენ მოვიგეთ მეოთხედფინალი, მაგრამ შემდეგი თამაშის წაგების შემთხვევაში, სამშობლოში მძიმედ ჩავალთ. იდენტური გამოცდილება 2014 წლის ტურნირზე მივიღეთ, როდესაც მოვიგეთ მეოთხედფინალი და წავაგეთ ნახევარფინალი სერბეთთან. ეს არ უნდა განმეორდეს. კიდევ ორი თამაში გვაქვს ასაღები. მოსაგები ერთხელ უკვე წავაგეთ“, - თვლის ფურნიე.

ნახევარფინალში საფრანგეთი არგენტინას დაელაპარაკება. სერიოზული ტესტი ორივე გუნდისთვის. ეს არგენტინა არ უხრის თავს არავის. და საფრანგეთმა ამერიკა გადახსნა. ნახევარფინალი დაუნდობელი იქნება.  

26 წლის ფურნიე შარშანდელ სეზონში საშუალოდ 15.1 ქულას აგროვებდა. ევანი კარიერას დენვერში იწყებს. კარიერა მეჯიქში გააგრძელა და დღემდე იქ შრომობს.

ძალიან კარგი მოთამაშეა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.