ვინ წავა ოლიმპიადაზე?

ოთხი საგზური საკვალიფიკაციო რაუნდში გათამაშდება. იმ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება რუსეთიც.

მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებით, 2020 წლის ოლიმპიადაზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვეს - ავსტრალიამ, ირანმა, არგენტინამ, ამერიკამ და ნიგერიამ. იაპონიამ ეს სტატუსი მოქმედი მასპინძლის უფლებით დაირტყა.

ევროპიდან მსოფლიოს გავლით, ოლიმპიადაზე ითამაშებენ ესპანეთი და საფრანგეთი. მათ ეს უფლება ნახევარფინალით მიიღეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი საინტერესო ევროპული გუნდი დარბოდა. და ნახევარფინალამდე მივიდა ორი. დე კოლოს საფრანგეთი და სერხიო ლულის ესპანეთი.

ოთხი საგზური საკვალიფიკაციო რაუნდში გათამაშდება. იმ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება რუსეთიც.

რუდი გობერი: „ოლიმპიადაზე თამაში ჩვენთვის, ყველა მოთამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა განწყობა, სხვა მოლოდინი, სხვა ემოცია. ოლიმპიადაზე შეცდომას ვერ დაუშვებ. უბრალოდ, არ უნდა დაიღალო ტურნირის დროს. აუცილებლად ვითამაშებ.“

მარკ გასოლი: „ოლიმპიადაზე თამაში ბევრისთვის მნიშვნელოვანია და ბევრისთვის ეს უბრალოდ, დასვენების კარგი შანსია. ჩემთვის ეს იქნება უმაღლეს დონეზე თამაშის კიდევ ერთი ოფცია. ბევრი კარგი შეხვედრის მოლოდინი მაქვს. და მჯერა, რომ ესპანეთი იქ საუკეთესო ნაკრებით იქნება წარდგენილი.“

საკვალიფიკაციოშიც ბევრი ძალიან კარგი გუნდი ჩაერთვება. წამოიღებს.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.