საბურთალომ სიონთან დაამრგვალა

ჭიაბრიშვილის შეგირდები ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ

ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ბოლნისის სიონმა საბურთალოს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

 

ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა. ლევან ყენიას გადაცემის შემდეგ, მასპინძელთა კარი ინტერს გიმ აიღო. ისე კი უნდა ითქვას, რომ უმეტესად ჭიაბრიშვილის შეგირდები უტევდნენ, თუმცა უსაქმოდ არც ბოლნისელები ყოფილან და სახიფათო მომენტებიც შექმნეს.

 

21-ე წუთზე საბურთალომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. გაბედავამ მარჯვენა ფლანგზე გრიგოლ ჩაბრაძეს უპასა, რომელმაც ოგნიერ როლოვიჩს მშვენიერი გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც მეტოქის კარი აიღო.

 

მალე თავად გაბედავას ჯერიც დადგა. 31-ე წუთზე გამოცდილი ფორვარდი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მომენტი გოლად აქცია.

 

მეორე ნახევარში სიონმა ერთი ბურთი გაქვითა. რეხვიაშვილმა საჯარიმოში ტატანაშვილის წინააღმდეგ იუხეშა და მსაჯმა უმალ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. ბურთთან რატი ცაცკრიალაშვილი მივიდა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და 1:3 გახდა.

 

დარჩენილ დროში ორივე გუნდი ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. საბურთალომ 50 ქულას მოუყარა თავი და მესამე ადგილზეა, სიონი კი 27 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.