ტორპედომ ივანწმინდაში ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა 

ჩიხურამ გამარჯვება გაანიავა 

ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის დრამატული შეხვედრა გაიმართა. 


საჩხერის ჩიხურამ ექს-ჩემპიონი ქუთაისის ტორპედო მიიღო და ფრე - 1:1 ეთამაშა.


გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს მრავლად ჰქონდა, თუმცა ანგარიში 87-ე წუთამდე არ გახსნილა. ეს მასპინძლებმა მოახერხეს - ლაშა ჩიკვაიძემ გიორგი საჯარიმოში კორიფაძის გამჭოლი გადაცემით ისარგებლა.


მესამე დამატებულ წუთზე ქუთაისელებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. გიორგი კიკნაძის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, საკუთარ კარში ბურთი შოთა კაშიამ ჩაჭრა. 


დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ჩიხურამ 32, ხოლო ტორპედომ 39 ქულა მოაგროვა, გუნდები შესაბამისად მეექვსე და მეოთხე ადგილს იკავებენ. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.