პსჟ ნეიმარს ფანებისგან დაიცავს

პსჟ-ს ქომაგები ბრაზილიელზე სერიოზულად არიან განაწყენებულები

არახალია, რომ ზაფხულში ნეიმარს პსჟ-ს დატოვება სურდა. ფრანგულ პრესაში იწერებოდა, რომ ბრაზილიელს ბარსელონაში დაბრუნება უნდოდა და ამ თემაზე პარიზელთა მესვეურებთანაც ჰქონდა საუბარი.

 

ბრაზილიელის სურვილის გამო ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონების ფანები ფეხბურთელზე ძალიან გაბრაზებულები არიან. ცნობილია, რომ მეხუთე ტურის მატჩში, სადაც პარიზელები სტრასბურგს შეხვდებიან, პსჟ-ს ქომაგები ნეიმარის საწინააღმდეგო ბანერების გამოკიდებას აპირებენ.

 

ბოლო ინფორმაციით, გუნდის მესვეურებმა გულშემატკივრები გააფრთხილეს, რომ თავიანთ განძრახვაზე უარი თქვან, წინააღმდეგ შემთხვევაში ქომაგებს სერიოზული სანქციები დაეკისრებათ.

 

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ტრავმირებულია და ამ სეზონში ერთი წუთიც არ უთამაშია. მედიკოსთა თქმით მოედანს იგი უახლოეს ხანებში დაუბრუნდება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.