ეტოო: როცა ფეხბურთიდან წავედი, მოუმ პირველმა მომწერა

"ჩემთვის ჟოზე ფეხბურთში მთავარი კაცია"

სამუელ ეტო ჟოზე მოურინიოს ქებით არ იღლება. ერთ დროს მოწინააღმდეგეები, მომავალში ერთ გუნდში აღმოჩნდნენ და საუკეთესო მეგობრები გახდნენ. 

 

"დავიღალე ყოველდღე იმის მტკიცებით, რომ მოურინიო ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესი ადამიანია. 

 

როდესაც ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განვაცხადე, ჟოზემ პირველმა მომწერა.

 

ადამიანებმა იციან, რომ ცხოვრება ხშირად უსამართლოა. ფეხბურთიც ასეა. ზოგჯერ პიროვნებები რომლებიც ხალხისგან დაფასებას იმსახურებენ, ამას ვერ იღებენ. 

 

როცა ბარსაში ვთამაშობდი და ჩელსის წინააღმდეგ გამოვდიოდით, ჩვენ ფეხბურთელებზე კი არა, მოურინიოზე ვფიქრობდით, ის მოტივაციას გვძენდა

 

ინტერისგან ლიგის მოგებას არავინ ელოდა. მახსოვს მაშინ როგორ გვითხრა: "ჩემპიონთა ლიგა გულშემატკივრებისთვის უნდა მოიგოთ, განსაკუთრებით კი ჩემ გამო"

 

ფეხბურთში მოურინიოს ვირჩევ", - თქვა ეტოომ

 

GRAF826. MADRID, 12/09/2019.- El futbolista camerunés, Samuel <HIT>Etoo</HIT> interviene durante la presentación de LiveScore, la aplicación de resultados deportivos en directo, como nuevo patrocinador del torneo, este jueves, en la sede del campeonato nacional de fútbol en Madrid. EFE/ Rodrigo Jiménez