ტოპ 5 ლიგა: ვინ დახარჯა ყველაზე მეტი? 

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ფინანსური შეჯამება

 

ფიფამ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტოპ 5 კლუბების აქტიურობის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.  


საერთო ჯამში, ინგლისის, ესპანეთის, გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის წარმომადგენელმა კლუბებმა ზაფხულში 4.38 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წლის შედეგებთან შედარებით 9%-ით მეტია. 


საინტერესოა ისიც, რომ 2019 წლის 1-2 სექტემბერს მთლიანობაში 8935 ტრანსფერი განხორციელდა. 


რაც შეეხება უშუალოდ ლიგათა დანახარჯებს, ყველაზე დიდძალი თანხა ზაფხულში პრემიერლიგის კლუბებმა დახარჯეს - 1.36 მილიარდი. 


2. ესპანეთი - 1.17 მილიარდი


3. სერია A - 701 მილიონი 


4. ბუნდესლიგა - 578 მილიონი 


5. ლიგა 1 - 571 მილიონი