სკოლას ხელზე ღმერთმა აკოცა

სკოლამ ტურნირის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

მსოფლიოს ჩემპიონატი. ½ ფინალი

არგენტინა - საფრანგეთი  80:66 (21:18, 18:14, 21:16, 20:18 )

არგენტინა: სკოლა (28+13 მოხსნა+2 პასი), დეკი (13), კამპაცო (12+7 პასი+6 მოხსნა), ვილდოზა (10).

საფრანგეთი: ფურნიე (16), ნტილიკინა (16), დე კოლო (11+4 პასი), გობერი (3+11 მოხსნა).

ვარსკვლავი: ლუის სკოლა.

 

ლუის სკოლამ არგენტინა ფინალამდე მიიყვანა. იქ იქნება ესპანეთი, რომელიც არგენტინას პირად გარჩევებში უგებს, მაგრამ ეს ჩემპიონატი ამ არანორმალურების ბანდას ეკუთვნის. ეს ჩემპიონატი არგენტინულად უნდა დასრულდეს.

სკოლამ ტურნირის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

34 წუთი, 17/8 თამაშიდან. ლუისი იყო დაუნდობელი რუდი გობერთან პირად გარჩევებში და ლუისმა რამდენიმე გარდამტეხი სამიანიც ხია. სკოლამ არგენტინას ოცნება დაუბრუნა.

ლუისი იყო იმ გუნდის წევრი, სადაც ემანუელ ჯინობილი სოლირებდა. და მანუსთან ერთად არგენტინა ვერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. დაახლოებით ისეთი სიტუაცია, როგორც ლიტვა და არვიდას საბონისი. ლეგენდარული ლიტველი გადიოდა მეორეზე, მესამზე, მაგრამ ვერ ვერ იგებდა ნაკრებთან ერთად ფინალს. მის გარეშე ლიტვა ევროპის ჩემპიონი გახდა.

სკოლა დაისვენებს. და ფინალისთვის მზად იქნება.

ლუისს ხელზე ღმერთმა აკოცა.

არგენტინამ ტურნირზე საუკეთესო დაცვა ითამაშა. საფრანგეთი, რომელმაც ჩემპიონატის პირველ ხუთ შეხვედრაში თამაშიდან სროლების 52.4 პროცენტი გამოიყენა, ვერ ჩაჯდა რითმში და 38-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა. არგენტინამ მოწინააღმდეგეს ექსტრა სანტიმეტრი არ დაუტოვა, თითქმის ყველა სროლის დროს უქმნიდა დისკომფორტს.

მნიშვნელოვანი იყო, რომ ფაკუნდო კამპაცომ დიდ შესვენებაზე გასვლამდე შორიდან ჩააგდო და არგენტინამ კომფორტული +7 მიიღო.

არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი 1950 წელს გახდა. არგენტინამ წააგო 2002 წლის ფინალი იუგოსლავიასთან. არგენტინა ახლოს არის განსაკუთრებულთან.

ფინალში ერთმანეთზე ტურნირის ორი წაუგებელი გუნდი გავიდა.

და ჩვენი თამაშის გმირი იყო ლუის სკოლა.

იმ დღეს, ლუისს ხელზე ღმერთმა აკოცა.

ლეგენდა.