უკბინე თასზე

ახალი სუარესი

ბარსელონელი მკბენარა ურუგვაელის ტრადიციების გამგრძელებელი ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის ნიუპორტში აღმოჩნდა. 

რაიან ინნისი კრისტალ პალასის საკუთრება კია, მაგრამ სწორედ ნიუპორტში განათხოვრებული. ინგლისის ლიგის თასის მატჩისას კი, რომელიც 5:4 მორჩა, ინნისს გონება დაუბნელდა, ცხოველური ინსტიქტი გაეხსნა და მეტოქე ისე დაკბინა, საბრალო, მყის საექიმო გახდა. 

ლიუპორტელ „ძაღლს,“ ცხადია, მაშინვე წითელი აუფრიალეს, მოგვიანებით მის საქციელზე ფეხბურთის ასოციაციაში იმსჯელეს და სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. სამი მატჩის გამოტოვებით ეს ჭკუას ვერ ისწავლისო და, უფრო მოგვიანებით ორი მატჩიც დაუმატეს. 

საინტერესოა, რომ ნიუპორტი ინნისისთვის კარიერაში მე-10 პროფესიული კლუბია, არადა სულ 24 წლისაა.