საუკეთესო მწვრთნელი პრემიერლიგაში 

მან პეპ გვარდიოლას აჯობა 

 

ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წინა თვის საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინა. 


ეს აღიარება წილად ლივერპულის თავკაც იურგენ კლოპს ხვდა. 52 წლის სპეციალისტმა ეს ჯილდო კარიერაში მეოთხედ მოიგო. 


კლოპს საუკეთესოობაში პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი). როი ჰოჯსონი (კრისტალ პალასი) და ბრენდან როჯერსი (ლესტერი) ეჯიბრებოდნენ. 


ლივერპული ამ სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელსაც პრემიერლიგაში 100%-იანი მაჩვენებელი აქვს - 4 მოგება, 12 ქულა და პირველი ადგილი.