მოურინიო: მესიმ საუკეთესო მწვრთნელად მაქცია

"განსაკუთრებულის" საინტერესო განცხადება 

 

ჟოზე მოურინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ლიონელ მესიმ ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი გახადა. 


"ბევრი ფეხბურთელი გამიწვრთნია და მათგან საკმაო რამ მისწავლია, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც ჩემთან არ უთამაშიათ, მაგრამ განვითარებაში დამეხმარნენ. მაგალითად, ლეო მესიმ მე საუკეთესო მწვრთნელად მაქცია.

 

მან იმდენი პრობლემა შემიქმნა, რომ მის წინააღმდეგ მატჩს განსაკუთრებით მომზადებული ვხვდებოდი. გუნდს სათამაშოდ განსხვავებულად ვამზადებდი",-თქვა ჟოზემ. 


ინტერის, რეალის, პორტუს და ჩელსის ყოფილი თავკაცი წინა სეზონის შუაში, მანჩესტერ იუნაიტედიდან დათხოვნის შემდეგ უმუშევარია. საინტერესოა, რომ რეალის, ინტერისა და ბარსელონას ვეტერანმა ფორვარდმა სამუელ ეტომ თქვა, რომ  "განსაკუთრებული" პირველი იყო, ვინც კარიერის დასრულების შემდეგ მადლობა გადაუხადა.