ფალკაომ გალათასარაის სადებიუტო მატჩი მოაგებინა 

გალათასარაი-ქაზიმფაშა 1:0 (VIDEO)

რადამელ ფალკაომ გალათასარაიში ბრწყინვალედ დაიწყო. გამოცდილმა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა თურქულ კლუბში დებიუტი გოლით აღნიშნა. 


თურქეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში, სტამბულურმა კლუბმა ქაზიმფაშა მიიღო და - 1:0 მოუგო. 


შეხვედრაში ერთადერთი გოლი სწორედ 33 წლის ფეხბურთელმა 38-ე წუთზე გაიტანა.


ფალკაოსთვის პროფესიონალურ კარიერაში ეს უკვე მეშვიდე კლუბია. კოლუმბიის ნაკრების ცენტრ-ფორვარდს რივერ პლეიტში, პორტუში, მადრიდის ატლეტიკოში, მანჩესტერ იუნაიტედში, ლონდონის ჩელსისა და მონაკოში უთამაშია.