დე ხეა ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება 

ესპანელი მეკარე ახალ კონტრაქტს დათანხმდა 

 

ბრიტანული მედია ირწმუნება, რომ დავიდ დე ხეა მანჩესტერ იუნაიტედის ახალ კონტრაქტს დათანხმდა. 


Daily Record-ის ინფორმაციით, ესპანელი მეკარე ხელს ახალ, 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს, მისი ხელფასი კი მნიშვნელოვნად გაიზრდება. 28 წლის გოლკიპერი წელიწადში 15 მილიონს მიიღებს, რის შედეგადაც პოლ პოგბასთან გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. 


დე ხეა მანჩესტერში 2001 წელს, მადრიდის ატლეტიკოდან, სერ ალექს ფერგიუსონიოს სურვილით გადაბარგდა. ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონი ევრო იყო, მას მერე ესპანელმა წითლების 366 შეხვედრაში ითამაშა და 129 შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა.