CR7-ს სუნამო 

რონალდუ ბრენდს აფართოვებს 

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის ბრენდ CR7-ს ახალი პროდუქტის ხაზი შემატა. 


პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ახალი სუნამო წარადგინა. ოქროს ბურთის ხუთგზის გამარჯვებულმა Instagram-ში სუნამოს ლურჯი ფერის ფლაკონით გადაღებული ფოტო განათავსა. 

 


34 წლის ფეხბურთელს საკუთარ კომპანიაში მამაკაცის სამოსის რამდენიმე ხაზი უკვე შექმნილი აქვს და მისი პროდუქტი საკმაოდ დიდ აქტუალურობითაც სარგებლობს.