მესიმ არგენტინას მიულოცა 

ბარსელონას კაპიტანმა თანამემამულე კალათბურთელებს წარმატება უსურვა 

ბარსელონას კაპიტანმა ლიონელ მესიმ არგენტინის საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა მიულოცა. 


"ფინალი. გასაოცარია. გილოცავთ ბიჭებო კიდევ ერთხელ. წინ არგენტინა!“,-დაწერა 32 წლის ფეხბურთელმა Instagram-ში

 

 

ფლეი-ოფში არგენტინის ნაკრებმა ჩემპიონატის ფავორიტები სერბეთი და საფრანგეთი დაამარცხა და ფინალში ესპანეთს შეხვდება. ოქროს მედლებისთვის გუნდები ერთმანეთს 15 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.