რაშფორდი: სულშერს უფრო კარგად ესმის ფეხბურთელების, ვიდრე მოურინიოს

ინგლისელმა ფორვარდმა მანჩესტერის ამჟამინდელი და ყოფილი მწვრთნელები შეადარა ერთმანეთს

მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდმა მარკუს რაშფორდმა გუნდის ამჟამინდელი და ყოფილი მწვრთნელები შეადარა ერთმანეთს. ინგლისელის თქმით, სულშერს უფრო კარგად ესმის ფეხბურთელების, ვიდრე მოურინიოს.

 

„სულშერიც და მოურინიოც შესანიშნავი სპეციალისტები არიან. თავისი საქმე ორივემ ძალიან კარგად იცის. განსხვავება ისაა, რომ მოედანს მიღმა ნორვეგიელს უფრო კარგად ესმის ფეხბურთელების. ის შესანიშნავი მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ მალე ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ.“-თქვა ინგლისელმა ფორვარდმა.

 

4 ტურის შემდეგ, მანჩესტერს პრემიერლიგაში 5 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში წითელი ეშმაკები ოლდ ტრაფორდზე ლესტერს დაუხვდებიან.