ტაკეფუსა კუბომ საშინაო შეხვედრაში თავი გამოიჩინა (ვიდეო)

ახალგაზრდა იაპონელმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა

13 სექტემბერს გამართულ, ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში, სადაც მალიორკამ ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლა, 18 წლის იაპონელი თინეიჯერის, ტაკეფუსა კუბოს საშინაო დებიუტი შედგა. კუბო თამაშში, 63-ე წუთზე ჩაერთო და საკმაოდ აქტიურადაც. მატჩის 81-ე წუთზე კუბომ მეტოქის მცველს საჯარიმოში გვერდი ლამაზი მოძრაობით აუარა და თამაშის წესი დაარღვევინა, მაგრამ მალიორკას ფორვარდმა აბდონ პრატსმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. 18 წლის იაპონელი მადრიდის რეალის საკუთრებაა და სამეფო გუნდის ხელმძღვანელობამ, სარეზერვო გუნდში თამაშის ნაცვლად იგი ლა ლიგაში ახლად აღზევებულ მალიორკაში გაანათხოვრეს.