დანი ალვეში: ზაფხულში ბარსელონა და იუვენტუსი მეპატიჟებოდნენ

ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ და იმედია 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ

ბრაზილიელ მცველს დანი ალვეშს ზაფხულში პსჟ-სთან კონტრაქტი ამოეწურა და პარიზელებთან თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვა. ამის შემდგომ გამოცდილი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. ბოლო ინტერვიუში ალვეშმა სატრანსფერო პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა.

 

„როცა პსჟ-სთან კონტრაქტი ამომეწურა, ჩემით რამდენიმე გუნდი იყო დაინტერესებული, მათ შორის ბარსელონა და იუვენტუსი. შემეძლო ნებისმიერ მათგანში დავბრუნებულიყავი. საბოლოოდ არჩევანი სან პაულოზე შევაჩერე. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ვთვლი, რომ კიდევ დიდხანს შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. დიდი იმედი მაქვს 2022 წელს სასურველ ფორმაში ვიქნები და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ,“-თქვა 36 წლის ფეხბურთელმა.