ბარსელონამ ნეიმარის ალტერნატივა ნახა

ბლაუგრანას მსოფლიო ჩემპიონის დამატება სურს

კატალონიის ბარსელონას პსჟ-დან კილიან მბაპეს შეძენა სურს. არახალია, რომ ესპანელებს ფრანგული კლუბიდან ნეიმარის დაბრუნება უნდოდათ, თუმცა ფინანსური საკითხების გამო, ტრანსფერი არ შედგა. სწორედ აქედან გამომდინარე ვალვერდეს გუნდი ფრანგი შემტევის დამატებას შეეცდება.

 

აღსანიშნავია, რომ ნეიმარზე მეტად ბარსას მბაპეს ყიდვა უფრო უნდა აწყობდეს, რადგან იგი მხოლოდ 20 წლისაა, ბრაზილიელი ვარსკვლავი კი 27-ის. წინა სეზონში გარემარბმა 43 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.  

 

მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ცნობილია, რომ მსოფლიო ჩემპიონი გაისად გუნდის დატოვებას აპირებს. არახალია, რომ მისი ოცნება მადრიდის რეალში თამაშია და ფეხბურთელისადმი ინტერესს ბლანკოსიც იჩენს.