ნეიმარის ბრწყინვალე გოლი სტრასბურგის კარში (ვიდეო)

დაბრუნებაც ასეთი უნდა. ბრაზილიელმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში, პსჟ-მ სტრასბურგს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე ნეიმარმა გაიტანა. გოლიცაა და გოლიც, ბრაზილიელმა მეტოქის კარი ულამაზესი მაკრატელათი აიღო. აღსანიშნავია, რომ მეათე ნომერმა ამ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა. არახალია, რომ ნეიმარს ტრავმა ჰქონდა და ამის გამო ვერ ეხმარებოდა გუნდს.