ბარსელონამ ფეხბურთელს კარისკენ მიუთითა

ბლაუგრანა ტრავმებმა დაღალა

თითქმის გადაწყვეტილია, რომ სამუელ უმტიტი ზამთარში ბარსელონას დატოვებს. საქმე იმაშია, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობის გამო, ფრანგის გასხვისება გადაწყვიტა. წინა სეზონში ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ცენტრალურმა მცველმა მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა. გეტყვით იმასაც, რომ 23-ე ნომერი ამჟამადაც ტრავმირებულია და გუნდს დაახლოებით ერთ თვეში დაუბრუნდება.

 

უმტიტი ბარსელონაში 3 წლის წინ ლიონიდან გადავიდა. სამუელმა თავიდან მშვენივრად დაიწყო და გულშემატკივართა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელიც გახდა, თუმცა შემდეგ ტრავმიანობამ თავი იჩინა და ჩვეული ფორმა დაკარგა.

 

აღსანიშნავია, რომ უმტიტის ახალი გუნდის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეს. 25 წლის ფეხბურთელით მანჩესტერი, არსენალი და იუვენტუსი არიან დაინტერესებულები.