ბარსას დაცვამ ისევ ასე თუ ითამაშა, დორტმუნდი ჯოჯოხეთს მოუწყობს

ბარსას აქილევსის ქუსლი

ბარსელონამ ვალენსიასთან კომფორტული უპირატესობით გაიმარჯვა. გამოსარჩევია ანსუ ფატის, ფრენკი დე იონგისა და ლუის სუარესის შთამბეჭდავი თამაში, თუმცა აქილევსის ქუსლი, რამაც კატალონიელებს პირველი 3 ტურიდან 2-ში ქულები დააკარგვინა, ისევ ძალაშია. რა თქმა უნდა, საუბარი ბლაუგრანას დაცვაზეა.

 

ბარსას, ჩემპიონთა ლიგის გახსნით შეხვედრაში, სამშაბათს დორტმუნდის ბორუსიასთან თამაში უწევს. ესპანელებისთვის ეს მატჩი უფრო მეტად რთული იმიტომაც იქნება, რომ ის გერმანიაში გაიმართება.

 

ყველაფერთან ერთად, კატალონიელებს სამუელ უმტიტი ვერ დაეხმარება.

 

სწრაფი სანჩო, როისი და პაკო ბარსელონას დაცვას დიდ თავსატეხს გაუჩენს.