5 მიზეზი, ბარსას ნეიმარი რატომ აღარ სჭირდება

ანსუ ფატი, მესი, ლა მასია...

ანსუმანე ფატი, ყველასთვის ცნობილი როგორც ანსუ ფატი, მხოლოდ 16 წლისაა და საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. ბიჭი, რომელიც 2002 გვინეა-ბისაუში დაიბადა, 6 წლის იყო როდესაც მისი ოჯახი სევილიაში გადაბარგდა, თუმცა ბარსელონამ ძალიან მალევე შეამჩნია მისი ტალანტი და თავისთან გადაიბირა.

 

ახლა, 11 წლის შემდეგ, ფატიმ 3 თამაშში 2 გოლის გატანა მოახერხა, ვალენსიასთან შეხვედრა სასტარტოში დაიწყო და ორ წუთში გოლი გაიტანა, შემდეგ კი დე იონგს ბურთი საგოლედ გადააწოდა.

 

ბარსელონა მთელი ზაფხულის განმავლობაში ნეიმარის გადაბირებას ცდილობდა, პსჟ კი მასში 200 მილიონს ითხოვდა. ეს გარიგება არ შედგა, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბრაზილიელს აზრი არ შეუცვლია, მაგრამ წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, თუ რატომ აღარ სჭირდება ბარსას ნეიმარი

 

ფასი

 

ბარსას ნეიმარის შესაძენად ძალიან დიდი თანხის გადახდა მოუწევს, მაგრამ რათ უნდა, როცა მეორე ხელში ვუნდერკინდი ჰყავს.

 

ქომაგები

 

ფატი გულშემატკივრების დიდი სიყვარულით სარგებლობს და სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, ნეიმარის გამო რატომ უნდა დაიჩაგროს ეს ბავშვი.

 

მესი

 

ვალენსიასთან შეხვედრის შემდეგ, მესიმ ფატის ძალიან კარგი შეფასება მისცა. მართალია არგენტინელი არის ის ადამიანი, ვისაც ნეიმარის დაბრუნება ყველაზე მეტად სურს, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან უყვარს და მის მომავალს უფრთხილდება.

 

 

კონკურენცია

 

ნეიმარის ტრანსფერი ფატის განვითარებას ხელს არ შეუწოყბს. შეტევის სამ პოზიციაზე ერთბაშად 6 ფეხბურთელი აღმოჩნდება: მესი, სუარესი, გრიზმანი, დემბელე, ნეიმარი და ფატი.

 

ლა მასია

 

დიდი ხანია ბარსას აკრიტიკებენ, რომ აკადემიიდან ფეხბურთელებს აღარ ენდობა და გუნდის ძლიერების მთავარი გარანტი ძვირადღირებული ფეხბურთელებია. ფატი ის სახეა, ვინც გულშემატკივრებს ეყვარებათ და სწორედ ლა მასიადან მოდის.