ფეხბურთელებმა მიხაილოვიჩს საავადმყოფოსთან უმღერეს (+VIDEO)

ბოლონიას ფეხბურთელები ბრეშასთან 4:3 მოგების მერე საავადმყოფოში წავიდნენ, სადაც გუნდის მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი მკურნალობს. 

50 წლის სერბი, როგორც იცით, ლეიკემიას ებრძვის და ქიმიოთერაპიის მეორე კურსს გადის.

 

ფეხბურთელები შენობაში არ შეუშვეს, ამიტომაც მიხაილოვიჩის პალატის ფანჯრებთან ახლოს დადგნენ და მის გასამხნევებლად იმღერეს. ასევე, სინიშას სახელს სკანდირებდნენ.

 

შეგახსენებთ, მიხაილოვიჩი 90–იან წლებში საჯარიმოების ერთ–ერთი საუკეთესო სპეციალისტი გახლდათ. კარგი კარიერა ჰქონდა. მერე კი სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და რამდენიმე კლუბი გამოიცვალა.