კასილიასი: საჭიროა ოთხი ოქროს ბურთი

იკერ კასილიასის აზრით, ოქროს ბურთი თითოეული ამპლუის ფეხბურთელს უნდა გადაეცემოდეს. ანუ, მეკარეს, მცველს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს.

„ვფიქრობ, ვირჯილ ვან დეიკი საუკეთესო მცველია. აი, ოქროს ბურთის თემა კი რთულია. ვინ იმსახურებს? ოთხი ოქროს ბურთი უნდა იყოს“ – დაწერა კასილიასმა საკუთარ Twitter–ზე. 

 

როგორც იცით, 38 წლის ესპანელ მეკარეს გაზაფხულზე, პორტუში ვარჯიშის დროს გულმა შეუტია. მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კასილიასი კარიერას დაასრულებდა, მაგრამ ასე არაა: დეკემბერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გაირკვევა, შესძლებს თუ არა კიდევ თამაშს.

 

„არსად არ მეჩქარება. რეაბილიტაციის ახალი ეტაპი დაიწყო“.