ისკო ზაფხულისთვის გადადეს

რეალის დატოვებაზე თავად ესპანელი ვარსკვლავიც ფიქრობს

მადრიდის რეალის ნახევარმცველი ისკო კვლავ იუვენტუსის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ბოლო ინფორმაციით, ბიანკონერი მის შეძენას გაისად ზაფხულში შეეცდება.

 

იტალიურ გრანდს ალარკონის გადაბირება წლეულსაც სურდა, თუმცა ესპანელი სამეფო გუნდში დარჩა. აღსანიშნავია, რომ ბლანკოსის დატოვებაზე თავად ფეხბურთელიც ფიქრობს, რადგან ბოლო დროს ცოტა სათამაშო დრო ეძლევა.

 

რეალი ისკოს 75 მილიონ ევროდ აფასებს. ჯერჯერობით უცნობია რა თანხის გადახდას გეგმავენ ტურინელები მადრიდელთა 22-ე ნომერში. მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა, აქედან ძირითადში ერთხელ დაიწყო. აქვე გეტყვით, რომ შუახაზელი ტრავმირებულია და მოედანს უახლოეს ხანებში დაუბრუნდება.