საფრანგეთის სიმბოლური ქართველმა დაამშვენა

ტაბიძე საქართველოს ნაკრებში ვერა, საფრანგეთის სიმბოლურში კი მოხვდა 

საქართველოს ნაკრებს მიღმა დარჩენილმა ლაშა ტაბიძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში სტად ფრანსესთან ისე ითამაშა და ისეთი ლელო დადო, ადგილობრივი ჟურნალისტების აღფრთოვანება რომ გამოიწვია, რაც ორშაბათის დილით ბორდოს 22 წლის ქართველი მარჯვენა ბურჯს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვედრით დაფასდა.

 

 

ტაბიძემ, ბორდოსა და სტად ფრანსეს მატჩის 21-ე წუთზე ულამაზესი ლელო გაიტანა და თავის გუნდს მეტოქის განადგურებაში  (52:3) დაეხმარა.  პოპულარულმა ევროსპორტმა სწორედ ორშაბათს გამოაქვეყნა ტოპ 14-ის გასული ტურის სიმბოლური ნაკრები და ძალიან სასიამოვნოა, რომ ესოდენ ავტორიტერულმა წყაროებმა იმედისმომცემ ქართველს გარჯა დაუფასეს.

 

1. ფლორიან ფრეზია (ტულონი), 2. ლუკა რეი (პო), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო), 4. ფელიქს ლამბეი (ლიონი), 5. ალექსანდრ ფლანკარი (ბორდო), 6. ანტუან ბატიუ (ბაიონი), 7. ვენსან ფარე (აჟენი), 8. ჯოვანი ჰაბელ-კუფნერი (პო), 9. მაქსიმ ლუკუ (ბორდო), 10. კოლინ სლეიდი (პო), 11. არტურ რეტიერი (ლა როშელი), 12. ჟულიენ ერიტო (ტულონი), 13. ჩარლი ნგატაი (ლიონი), 14. არტურ დუო (ბაიონი), 15. ვენსან რატე (ლა როშელი).