მერანი – დიდი ნაბიჯები უმაღლესისკენ

ეროვნულ ლიგა 2–ში ტურის და ზოგადად წრის ცენტრალური მატჩი გაიმართა. ლიდერმა თბილისის მერანმა გასვლაზე 3:0 მოუგო მეორეადგილოსან სამტრედიას.

ერანი უკვე 11–ქულიანი ჰანდიკაპითაა პირველ ადგილზე და საეჭვოა, რომ ეროვნული ლიგის საგზური გაანიავოს.

 

34 წლის რევაზ გეწაძემ თავით გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. კარგი იყო გიორგი მიქაბერიძის გოლი, ინდივიდუალურ გარღვევას რომ მოაყოლა. ბოლოს კი ელიგა2–ის ბომბარდირმა გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა.

 

საინტერესო ამბავი: კახა კაჭარავას გაწვრთნილ სამტრედიას ზედიზედ 8 თამაში ჰქონდა მოგებული. მანამდე სწორედ მერანთან წააგო (1:2) და აი, ახლაც სწორედ მერანთან შეწყვიტა სერია.

 

ტურის მეორე შეხვედრაში ფოთის კოლხეთმა 3:0 სძლია გაგრას, რომელიც მესამე წრეში ძალიან სუსტად თამაშობს. ეს ფოთელთა ზედიზედ მეორე მოგებაა, ხოლო გაგრამ ზედიზედ მესამედ წააგო. 

 

სამტრედია – მერანი 0:3

 

გოლები: 0:1 გეწაძე (20), 0:2 მიქაბერიძე (45), 0:3 ნიქაბაძე (65)

 

კოლხეთი – გაგრა 3:0

 

გოლები: 1:0 ბერაია (8), 2:0 შალიკაშვილი (23), 3:0 გიორბელიძე (73)

 

18 სექტემბერს ელიგა2–ის კიდევ სამი მატჩი გაიმართება და სამივე 16:00 საათზე დაიწყება: თელავი–შუქურა, შევარდენი–ზუგდიდი, ცხინვალი–გურია.