ბაიერნი ჩემპიონთა ლიგას დანაკლისით დაიწყებს

ტრავმებმა ბაიერნიც შეაწუხა

ბუნდესლიგის მეოთხე ტურში ბაიერნი ლაიფციგს ესტუმრა და 1:1 ითამაშა. ანგარიში მესამე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, პირველი ტაიმისთვის დამატებულ დროში კი ემილ ფორსბერგმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ტაბლოზე 1:1 დაფიქსირდა.

 

რეკორდმაისტერთა ბოლო შეხვედრა ტრავმის გამო დავიდ ალაბამ გამოტოვა. გერმანული პრესის ინფორმაციით, მარცხენა მცველს ფეხზე კოჭი აქვს დაზიანებული და ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბენფიკასთან ვერ ითამაშებს.

 

ბაიერნს ამ მომენტისთვის ბუნდესლიგაში 8 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში კოვაჩის შეგირდები კიოლნს უმასპინძლებენ.