რეალს ტრავმები მოეძალა

სამეფო გუნდს პსჟ-სთან რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება

რეალის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მარსელო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსჟ-სთან მატჩს გამოტოვებს. საქმე იმაშია, რომ მარცხენა მცველს კისერი აწუხებს. აღნიშნული დაზიანება მან ლევანტესთან ლა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მიიღო, სადაც ზიდანის შეგირდებმა ვალენსიელებს 3:2 მოუგეს.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ბლანკოსში ბევრი ფეხბურთელი დაშავდა. ბრაზილიელი მცველის გარდა ლაზარეთში მარკოს ასენსიო, ლუკა მოდრიჩი და ისკო არიან. რაც შეეხება ედენ აზარს, ბელგიელს ტრავმის გამო რეალში ერთი მატჩიც არ ჰქონდა ჩატარებული და მისი დებიუტი სწორედ ლევანტესთან შედგა.