ცენტნერიანი უკანალით მიკროფონთან

ჩარლზს დიდი გეგმები აქვს.

ჩარლზ ბარკლი არ იღლება. ის საათობით ღადაობს თანამედროვე ცენტრებზე, რომლებმაც ან, არ იციან ბურთის ტარება, ან - ბურთს გამთამაშებლებზე მეტს ატარებენ. ცენტრები ვერ ხვდებიან, რომ უნდა იცენტრონ და მწვრთნელები - რომ მათ რეალური ცენტრები სჭირდებათ.

ბარკლის ენატრება ემანუელ ჯინობილი. ჯი-ნოოო-ბი-ლიიიი, ეფერებოდა არგენტინელს ჩარლზი და ხანდახან, დღესაც, რეპორტაჟის ან - გადაცემის დროს ახსენდება მანუ. ჩარლზი და არგენტინელი არ მეგობრობენ, მაგრამ ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ.

ბარკლიმ ახალი სეზონის წინ ორი ტელეკომპანიისგან სოლიდური შეთავაზება მიიღო. და, ჩარლზი ჯერ ელოდება. ის არ დარჩება უმუშევარი, მაგრამ ბარკლი ზარმაცია. ის ყოველთვის ირჩევს იმ ვარიანტს, სადაც ნაკლებში მეტს მიიღებს. მოედანზე ყოველთვის სხვა ბარკლი იყო.

ჩარლზი, რომელსაც ოლივერ მილერთან ერთად NBA-ში ყველაზე დიდი და მძიმე უკანალი ჰქონდა, არ აპირებს დასვენებას და რეჯი მილერთან ერთად თოქ-შოუს წამყვანობას გეგმავს. რეჯი გამოცდილი ჟურნალისტია, კალათბურთი მაგრად იცის და საკმაოდ კომუნიკაბელური ტიპია. შესაბამისად, გადაცემა საინტერესო უნდა გამოვიდეს.

ჩარლზს დიდი გეგმები აქვს.

უკაცრავად, სერ ჩარლზს.

ბარკლი და მისი ცენტნერიანი უკანალი მზად იქნებიან.