ტოჩინოშინის ზედიზედ მესამე გამარჯვება! (+ვიდეო)

ტოჩი სამი ბრძოლაა შეუჩერებელია!

აკი ბაშოს მეათე დღეს ტოჩინოშინმა მეხუთე გამარჯვება მოიპოვა! ქართველის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ჩიოტაირიუ იყო, რომელთანაც ლევანს, როგორც წესი, შერკინება უადვილდება! ასე მოხდა ამჯერადაც, ჩვენებურმა მავაში აიღო და ჩიოტაირიუ დოჰიოდან იორიკირის კიმარიტეთი გადაიყვანა!