ღამურების პროტესტი

ვალენსიას ფეხბურთელებმა პროტესტი გამოხატეს გუნდის მწვრთნელ მარსელინოს გაშვების გამო. პროტესტი კი ასეთი სახის იყო: ჩელსი–ვალენსიას საჩემპიონთალიგო მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ღამურების მხრიდან მხოლოდ ახალი მწვრთნელი ალბერტ სელადესი მივიდა... 

როგორც წესი, მწვრთნელს ერთი ფეხბურთელიც უნდა ახლდეს, მაგრამ  ამჯერად ასე არ მოხდა.  

 

მარსელინოს ხელში ვალენსიამ ორი კარგი სეზონი ჩაატარა, მაისში ესპანეთის თასის ფინალში ბარსელონას 2:1 მოუგო და თანაც, ზედიზედ მეორედ შევიდა ლა ლიგის ოთხეულში, ანუ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

 

ფეხბურთელებიც გაბრაზებულნი არიან და ფანების უმრავლესობაც. ფანებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს კლუბის პრეზიდენტ პიტერ ლიმის წინააღმდეგ. ლიმი მათთვის პერსონა ნონ გრატაა და არცაა გასაკვირი.

 

მხოლოდ მარსელინოს უცერემონიოდ გაშვებაში არაა საქმე. ამ ზაფხულს ვალენსიას პრეზიდენტმა ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელიც კი არ მიიყვანა გუნდში... უსახური სატრანსფერო პოლიტიკა –  უფრო სწორად, საერთოდ არაფრისმომცემი.