კარლო ანჩელოტი: ასეთ მატჩებში მოგება ძალიან მნიშვნელოვანია

მართალია ფავორიტი ლივერპულია, თუმცა საკუთარი თავის რწმენას არ ვკარგავთ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყება. ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი სან პაოლოზე გაიმართება, სადაც ნაპოლი ლივერპულს უმასპინძლებს. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით იტალიელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა.

 

„ჩვენ ინგლისისა და ზოგადად ევროპის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ლივერპული პრემიერლიგაში უდანაკარგოდ მიდის, რაც მათ შესანიშნავ ფორმაზე მეტყველებს. ასეთ შეხვედრებში მოგება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

შარშან უძლიერეს ჯგუფში ვიყავით. 1/8 ფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. მართალია ფავორიტი ლივერპულია, თუმცა საკუთარი თავის რწმენას არ ვკარგავთ,“-თქვა იტალიელმა.