აზარი: ესპანეთში ფეხბურთით ცხოვრობენ, ინგლისში კი ასე არაა

"ესპანეთში წაგება კატასტროფაა, ინგლისში კი ასე არ არის..."

2019 წლის ზაფხულს ჩელსიდან 100 მილიონ ევროდ რეალში ედენ აზარი გადავიდა. ბელგიელი ფეხბურთელი მადრიდით ძალიან მოიხიბლა, განთქმული ინგლისელი გულშემატკივრები ქომაგობაში დაიწუნა, ესპანელებს კი ხოტბა შეასხა.

 

„როდესაც ჩელსის რიგებში ვაგებდით, ჩვენც და ფანებიც იმედგაცრუებულნი ვიყავით. თუმცა არასდროს მიგრძვნია რომ წაგება კატასტროფა იყო. მადრიდში ყველაფერი სხვაგვარადაა. ვფიქრობ, ესპანელი გულშემატკივრები ნამდვილი ფანები არიან, მათთვის ფეხბურთი ყველაფერია. ინგლისში ასეთ ხალხს იშვიათად შეხვდები“, - თქვა აზარმა.