იურგენ კლოპი: წნეხის გარეშე ვართ

წინა სეზონში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ლივერპული ნაპოლის ესტუმრება. აღნიშნულ შეხვედრაზე მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.

 

„ჩემპიონთა ლიგას წნეხის გარეშე დავიწყებთ. ტუნრირის გამარჯვებულები ვართ, თუმცა ეს ჩვენზე არ მოქმედებს. მუდმივად იმაზე არ ვფიქრობთ თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ტიტული. ჯერ კიდევ შაბათამდე ჩვენი მთავარი საზრუნავი ნიუკასლთან შეხვედრა იყო. ლიგაში გუნდები ჩვენ წინააღმდეგ განსაკუთრებულად თამაშობენ? ეს არასდროს მიგრძვნია ალბათ იმიტომ რომ ლიგა არ მქონდა მოგებული.

 

შარშან ჯგუფური ეტაპი რთულად დავძლიეთ. სამივე გასვლითი მატჩი წავაგეთ, რაც რა თქმა უნდა ძალიან არასასიამოვნოა. ვეცდებით დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და წელს უკეთ გამოვიდეთ ჯგუფში.

 

ნაპოლის კარგი სეზონი ჰქონდა, მათ შესანიშნავად დაიწყეს ტურნირი. ანჩელოტის გუნდს მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავს, გუნდმა კარგი ტრანსფერები განახორციელა თუმცა ძირითადში ცვლილება არ ყოფილა. ამით იტალიელები ჩვენ გვგვანან,“-თქვა კლოპმა.