აკი ბაშო - მეათე დღე და 5 ლიდერი! (+ვიდეო)

სექტემბრის ბაშოს მოგების პრაქტიკული შანსი ერთდროულად 8 სუმოტორს აქვს

იაპონიაში სექტემბრის დიდი ტურნირი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს. 34 წლის ოკინოუმის შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ (მიყოლებით 8 გამარჯვება), ზედიზედ 2 მარცხი მიაყოლა. ამით ისარგებლეს სხვა რიკიშებმა და მე-8 მაეგაშირას გაუთანაბრდნენ. ამჟამად პირველადგილოსანი ხუთეული ასე გამოიყურება:

 

სეკივაკე ტაკაკეიშო - 8:2

სეკივაკე მიტაკეუმი - 8:2

მე-2 მაეგაშირა ასანოიამა - 8:2

მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი - 8:2

მე-10 მაეგაშირა მეისეი - 8:2

 

ამ სუმოტორებს მხოლოდ ერთი გამარჯვებით ჩამორჩებიან მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯი და მე-14 მაეგაშირა ცურუგიშო...

 

ოძეკები: ტოჩინოშინი და გოეიდო მხოლოდ კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი - 8 მოგება) დაფიქსირებაზე ფიქრობენ, ქართველს ბალანსი 5:5-ზე აქვს, იაპონელს კი 6:4-ზე.

 

ტოჩინოშინი - ჩიოტაირიუ

 

ტოჩინოშინმა მეხუთე გამარჯვება მოიპოვა! ქართველის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ჩიოტაირიუ იყო, რომელთანაც ლევანს, როგორც წესი, შერკინება უადვილდება! ასე მოხდა ამჯერადაც, ჩვენებურმა მავაში აიღო და ჩიოტაირიუ დოჰიოდან იორიკირის კიმარიტეთი გადაიყვანა!

 

 

აბი - გოეიდო

 

ოძეკი გოეიდო დღეგამოშვებით იგებს... ახლა წაგება უწევდა და აბისთან ოშიდაშის კიმარიტეთი დამარცხდა კიდეც...

 

 

შოდაი - ტაკაკეიშო

 

ტაკაკეიშოს ორი მარცხი აქვს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აქედან ერთი, ჩიოტაირიუსთან, ჰენკის გამო წააგო. იაპონელი სეკივაკე რომ ოძეკის რანგს დაიბრუნებს (10 მოგებას დააფიქსირებს), თითქმის ეჭვგარეშეა, ჩემპიონობისთვის კი ვნახოთ...

 

 

მიტაკეუმი - ტამავაში

 

მხოლოდ 2017 წელს მოხდა ისე, რომ ტამავაშიმ მიტაკეუმის მიყოლებით ორი ბრძოლა მოუგო, მანამდე და მას შემდეგ სეკივაკემ მე-2 მაეგაშირა 19-ჯერ დაამარცხა... ამჯერად ჰატაკიკომით...

 

 

შიმანოუმი - ასანოიამა

 

წარმოუენელია იმპერატორის თასი შემთხვევით მოიგო, მაგრამ ასანოიამასთან კითხვები მაინც არსებობდა. იაპონელმა სუმოტორმა მთელ სამყაროს დაუმატკიცა ასპარეზობა რა დონეზე შეუძლია და ერთმანეთზე ძლიერი მოწინააღმდეგეები მიყოლებით დაამარცხა...

 

 

 

 

ოკინოუმი - სადანოუმი

 

როგორც ჩანს, ოკინოუმის ლამაზი ზღაპარი დასასრულისკენ მიემართება. რაც 34 წლის სუმოტორმა დადებითი ბალანსი გაინაღდა, ამის შემდეგ ზედიზედ 2 ბრძოლა წააგო...

 

 

 

 

ცურუგიშო - მეისეი

 

მეისეი ცურუგიშოსთან რომ არ დამარცხებულიყო, მეთერთმეტე დღის დადგომამდე აუცილებლად პირველი ნომერი იქნებოდა, თუმცა ცურუგიშო აკი ბაშოზე შესანიშნავად გამოიყურება და ბალანსი 7:3-ზე აქვს.