დინამო და მჭედლიძე – მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ლევან მჭედლიძე, შესაძლოა, თბილისის დინამოში გადავიდეს. დადასტურებულად შეგვიძლია ის დავწეროთ, რომ დინამო მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

რეალურია, რომ შეთანხმება შედგეს.  

 

მჭედლიძე ამ ზაფხულს უგუნდოდ დარჩა. ემპოლიში კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალია. ლევანმა მთელი პროფესიული კარიერა იტალიაში გაატარა: 11 წელი ემპოლიში და 2 წელიც – პალერმოში. ერთი თვის წინ სერია ბ–ის კოზენცას ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, არაფერი გამოვიდა. 

 

დინამოს ამჟამად ერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდი ჰყავს კვამე კარიკარის სახით. თუმცა კარიკარი მეტწილად სათადარიგოა, ან შეცვლაზე შედის. 9 ნომერზე მეტწილად ლევან კუტალია თამაშობს.