ონანა: აიაქსი ეს ფილოსოფიაა

ონანა აიაქსზე შეყვარებულია

აიაქსიმა ფრენკი დე იონგი და მატიის დე ლიხტი დაკარგა, თუმცა ერედივიზიონი მაინც შთამბეჭდავად დაიწყო და ცხრილში პირველ ადგილზეა. ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ამსტერდამელების მეკარე ანდრე ონანაა. მან France Football-ს ინტერვიუ მისცა, საიდანაც მცირე ფრაგმენტს გთავაზობთ

 

„ჩვენი მწვრთნელი, ტენ ჰაგი ფეხბურთელებთან ახლოს არის. ის როგორც ლიდერს, ისე განმიხილავს. გუნდში ყველაზე უფროსი (23 წლის) ვარ. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, აიაქსში წლებია ვთამაშობ. მოედანზე, აიაქსი ეს ფილოსოფიაა. თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ. ამ კლუბის კულტურით შეპყრობილი ვარ. მომწონს ასე თამაში, მცველებთან ფეხით ბურთის გათამაშება. თანამედროვე ფეხბურთი ისეთია, მეკარეს ფეხით თამაში მოეთხოვება. მნიშვნელოვანია, რომ ბურთს გამუდმებით შენი გუნდი ფლობდეს“, - თქვა ონანამ