ბიჭი შემთხვევით

დაწყნარდით, დამშვიდდით, ბიჭს წინ გრძელი გზა აქვს

ანსუ ფატი. მარჯვენა ფრთა. 16 წლის. სამი მატჩი ბარსლეონას შემადგელობაში და ორი გოლი. ბარსელეონას ყველაზე ახლაგაზრდა  ფეხბურთელი ლა ლიგას ისტორიაში, გოლი რომ გაუტანია და ერთსადაიმავე თამაშში გოლიც და საგოლე გადაცემაც მოუხერხებია. 

31 აგვისტომდე ანსუს სახელი არავის გაეგონა - აგენტების, თავად კლუბის და ლა მანსა აკადემიის მუშაკების გარდა. ახლა  მისი ბარსელონადან გასაშვები თანხა 100 მილიონი ევროა. 

ანსუ ფატის ძმებიც ფეხბურთელები არიან. აგვისტოს ბოლო დღეს ვალვერდემ ბოლო ათი წუთით პამპლონაში შეიყვანა მინდორზე და შედეგად ასნუს მისი თამაშით მოხიბლული მესი ჩაეხუტა - ფოტომ მთელი ინსტაგრამები და ამებები მოიარა. შემდეგ ოსასუნასთან შეიყვანეს შეცვლაზე და გაიტანა.  გასულ უქმეებზე კი, უკვე ძირითადში იყო და 110-ე წამზე ისე შეაგდო ვალენსიას კარში, თითქოს ვარჯიშზე იყო.ანსუ და მისი ორი ძმა,  ბრაიმა და მიგელი ლა მანსას აღსაზრდელები არიან, თუმცა მათთან საკლუბო კონტრაქტების დადებას დიდად არავინ ჩქარობდა. ძმები გვინეა ბისაუელი ემგირანტების ოჯახში აღიზარდნენ, ამათი მამა პატარა ქალაქ ერერას მერის მძღოლი იყო.  ოჯახი ესპანეთში პორტუგალიიდან გადმოვიდა უკეთესი სამუშაოს საძებრად: გვინეა ბისაუ პორტუგალიის კოლონია იყო  და იქაურები ლუზიტანიაში უფრო იოლად მკვდრდებიან ხოლმე.

ასეა თუ ისე სამივე ძმას ფეხბურთელობა ეტყობოდა,  თანაც მამამათიც ყოფილი ფეხბურთელი იყო და ბრაიმა მალევე აიყვანა სევილიის აკადემიამ. ანსუს ჯერი რომ მოვიდა, თურმე მადირდის რეალი მეტს იხდიდა,  მაგრამ ოჯახმა ლა მანსა არჩია, რახან ბარსას წარმომადგენელი შინაც მოვიდა,  საცოხვრებელიც შესთავაზა და ასე შემედგ. ბარასას დამოკიდებულება ხომ ცნობილია. თუნდაც მესის ოჯახში კარლოს რეშაკის სტუმრობა გავიხსნეოთ.კლუბი კოტრაქტს  არ ჩქარობდა, რაც 2014 წლის შეზღუდვის ბრალიც იყო და თანაც, ეტყობა მეტი დაკვირვებისაც, მაგრამ ამ ზაფხულს ბარსას  ერთი ვუნდერკინდი გაექცა:  ანსუს ტოლმა ლა მანსას ჰოლანდიელმა ბიჭმა ქსავიერ კვენტინ სიმონსმა პარი სენ ჟემრენის შეთავაზება მიიღო და კლუბშიც დაფაცურდნენ, რათა ამგვარი გადინება აღარ ყოფილიყო.  სიმონსის წასვლის მეორე დღეს  ანსუ სრულუფლებიანი ბარსელონელი გახდა.  ოღონდაც საქმე ეს იყო, რომ განაცხადში მის გამოჩენას არავინ მოელოდა. არასროს ხდება, რომ პირველ გუნდში. აკადემიიდან მოხვდე.

ჯერ ახალგაზრდულიო, რომელსაც ახლა ვიქტორ ვალდესი წვრთნის და ბონუსის სახით,  რამდენჯერმე ბ გუნდში გამოსლვა, მერე კი პირველიც. თუმცა, პირველში ერთეულები ხვდებიან. ფატი არც წინასასეზონო მოგზაურობებში ყოფილა პირველ გუნდთან ერთად და არც ბილბაოს ატლეტიკთან განაცხადში შეუყვანია ვინმეს სეზონის პირველ თამაშში.მაგრამ საქმე ისე წაეწყო, რომ მესი სკამზე იჯდა და სუარესიც დაშავდა და დემბელეც. თავდასხმაში კაცი აღარ დარჩა და ვალვერდემ ეს უცბად დაკონტრაქტებული ბიჭი გაიხსენა.  განაცხადში ჩაწერა. ჩაწერა და მერე ათი წუთიც მისცა.

საქმე კი ისაა, რომ ახლა საურესიც დაბრუნდა და მესიც გამოვა დორტმუნდში, ბარსას წინა ხაზი კი წლეულს ეს ორი კაცი იქნება, გრიზმანთან ერთად.  იმ თამაშში სწორედ სუარესმა შეცვალა ფატი და ორ მაგარი გოლიც გაიტანა. დემბელე მხოლოდ ამ სამეულის შემცვლელად ითვლება და ასე გამოდის, რომ ფატის დემებლეს შემცვლელად ყოფნის იმედი უნდა ჰქონდეს და ამისთვის იბრძოლოს.

ბარსაშიც ასე აცხადებენ: დაწყნარდით, დამშვიდდით, ბიჭს წინ გრძელი გზა აქვს,  უნდა ისწავლოს, იზარდოს და გამოჩნდება კიდეც,  ძირითადში შეძლებს თუ არაო.

საქმე კიდევ ესაა, რომ ხშირად ყოფილა,  რომ ბიჭი გაიბრწყენს და მერე ქრება, ვერ გამოდგება ისეთი, როგორიც ეგონათ. ანსუ ფატის არ ეტყობა, რომ ამათი რიგიდან იყოს, თუმცა, მისი უგანაცხადოდ ყოფნა ახლა უკვე საცოდაობაა. 

მოკლედ, ვნახოთ.