დისნეი ლენდი ნიკოლას ოჯახისთვის

დისნეი ლენდი მალე ახალ ატრაქციონს გახსნის. სადაც ბილეთებს ნიკოლა ვუჩევიჩი გაყიდის.

ნიკოლა ვუჩევიჩი ჩინეთში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაშლილი მონტენეგროს ვარსკვლავი იყო. ლიდერი, რომელსაც მწვრთნელებმა შეზღუდული დრო მისცეს და ლიდერი, რომელმაც არასაკმარისი ნდობა მიიღო. მონტენეგრო მხოლოდ ეპიზოდურად თამაშობდა საინტერესო კალათბურთს. გუნდს ურტყეს, გუნდი იყო ნელი, უინიციატივო და დაღლილი. და, მონტენეგრო არავის არ ახსოვდა.

ვუჩევიჩი ახსოვთ. ყველგან. ნიკოლას კარიერაში საუკეთესო სეზონი (20.8 ქულა, 12.0 მოხსნა, 3.8 პასი) ჰქონდა და თუ ნიკი არ მოუმატებს, მას რეგრესი არ დაეწყება. და ეს საკმარისია ორლანდოსთვის, რომელიც ამ სეზონშიც აღმოსავლეთის რვა საუკეთესოში უნდა შევიდეს. მთავარია, ნიკი ჯანმრთელი და მოტივირებული იყოს.

ვუჩევიჩი ჩავიდა ფლორიდაში და მისი ოჯახი ეგრევე დისნეი ლენდში დაპატიჟეს. ახალ ატრაქციონზე, რომელიც ნიკსაც მოეწონა. მთელი ორლანდო დისნეი ლენდი იქნება. გუნდი ბევრს ირბენს, გუნდი არ დააგდებს ტემპს და თუ გაუმართელებს, შეიძლება, პირველ წრეში რამდენიმე შეხვედრა წამოიღოს. მინდა, რომ ვუჩევიჩის ნიჭით გუნდი ოდნავ შორს გავიდეს, მაგრამ ეს რთული იქნება.

ვუჩევიჩი არ არის საკონტრაქტო სეზონში. მან რამდენიმე თვის წინ მეჯიქთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. და ამ კონტრაქტით 4 სეზონში 100 მილიონ დოლარს მიიღებს. ძალიან კარგი პირობები. ნიკოლამ უარი უთხრა ლეიკერსს და დარჩა იქ, სადაც მას აფასებენ. სადაც ის ვარსკვლავია.

სადაც მან ისწავლა მოგება.

დისნეი ლენდი მალე ახალ ატრაქციონს გახსნის. სადაც ბილეთებს ნიკოლა ვუჩევიჩი გაყიდის.

მობრძანდით, საინტერესო იქნება.