კლოპი: ჩემპიონთა ლიგა შარშან უკეთესად დავიწყეთ

ნაპოლის ლიგის მოგება შეუძლია

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლივერპული ნაპოლის ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ მედიასთან ბრიტანელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.

 

„ეს მატჩი სირცხვილი იყო. ჩვენ გახსნილ ფეხბურთს ვთამაშობდით და რამდენიმე კონტრშეტევაც გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ გოლი ვერ გავიტანეთ. რას ვიზამთ, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. შარშან ლიგა წლევანდელზე უკეთ დავიწყეთ.

 

ნაპოლი შესანიშნავი გუნდია, ანჩელოტის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ. თუ კარგი ფეხბურთელები გყავს, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი არ ხარ, მაშინ სწორი მომენტის შერჩევაა საჭირო. ნაპოლიმ სწორდ ეს ქნა,“-თქვა გერმანელმა.