გარდაიცვალა

ფერნანდო რიკსენი გარდაიცვალა

ფერნანდო რიკსენი გარდაიცვალა. შოტლანდიური რეინჯერსის, რუსული ზენიტის, ჰოლანდიური ალკმაარისა და სიტარდის ყოფილი ფეხბურთელი 43 წლის ასაკში გლაზგოს მახლობლად მდებარე კლინიკაში გარდაიცვალა. მისი წვალება დამთავრდა.

ფერნანდო რიკსენს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი 2013 წელს დაუსვეს. ასეთი ავადმყოფობის აღმოჩენის შემდეგ ადამიანები 3-5 წელიწადს ცოცხლობენ ხოლმე.

რიკსენის გადასარჩენად მისმა ყოფილმა ჰოლანდიურმა და შოტლანდიურმა კლუბებმა საქველმოქმედო მატჩებიც გამართეს, მაგრამ...

„როგორც ჩანს, საქმე ევთანასიას ეხება, რომელიც  სამედიცინო დახმარების გზით ადამიანის მოკვდინების პრაქტიკას ნიშნავს...

ანუ, მისივე თხოვნით, 28 რიცხვში ექიმები მის წვალებას დაამთავრებენ,“ - წერდა ზაფხულში ბრიტანულ პრესაზე დაყრდნობით ლიდერსპორტი.

დღეს 28 რიცხვი არ არის, აღარც ჰოლანდიელი ფეხბურთელი...

დანარჩენი აქ წაიკითხეთ.