წაგების უფლება აღარ გვაქვს - ტოჩინოშინი მიტაკეუმის შეერკინა (+ვიდეო)

ტოჩის გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა

ტოჩინოშინი ბაშოს მე-12 დღეს იმპერატორის თასის ერთერთ მთავარ ფავორიტს, მიტაკეუმის შეერკინა. ბუკმეიკერებმა იაპონელს ძალიან დიდი უპირატესობა მისცეს და, სამწუხაროდ, მან სტატუსი გაამართლა კიდეც. მოწინააღმდეგემ იორიკირის კიმარიტეთი ქართველი დოჰიოდან ადვილად გადაიყვანა.

 

ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად, ლევანს დარჩენილი 3 ბრძოლიდან გამარჯვება სამივეში სჭირდება...